“ქართულ ოცნებას” ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირე პარტიას – იან კელი

“ქართულ ოცნებას” ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირე პარტიას – ამის შესახებ, საქართველოში,  ამერიკის შეერთებული შტატების, ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დიდი განსხვავებაა, “ქართულ ოცნებასა” და “ერთიან ნაიცონალურ მოძრაობას” შორის, რადგან, საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის უფრო მეტი არხი აქვს გახსნილი ვიდრე წინა ხელისუფლებას ჰქონდა.

“მე სამი წლის განმავლობაში, ელჩის რანგში ვმუშაობდი მმართველ პარტიასთან და ამ გამოცდილებას ვეყრდნობი. ისინი ერთგულები არიან საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების. არსებობს განსხვავება მოქმედ და წინა მთავრობას შორის. ქართული ოცნების მთავრობას უფრო გახსნილი აქვს დიპლომატიური არხები დიალოგისთვის. მე ქართულ ოცნებას ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირე პარტიას. არ ვფიქრობ, რომ ამის მამტკიცებელი რაიმე საბუთი არსებობდეს”, – განაცხადა იან კელიმ.