“ქართულ ოცნებას აქვს სერიოზული პრობლემა ძალაუფლების ლეგიტიმაციის. თუნდაც მისი პირველი ნომერი სიის, გიორგი გახარია დღეს ცალკე მონაწილეობს, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე არ ჩანს და არ მონაწილებს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარეც კი არ მონაწილეობს და საარჩევნო კამპანიას ატარებს ღარიბაშვილი და კუჭავა.

დანაშაულის, ბოროტების ჩამდენები გადამალულები არიან, ზოგი სხვა პარტიაშია წასული. ახლა ცდილობენ, ღარიბაშვილს ისეთი სახეები ამოუყენონ გვერდზე, რომლებსაც აქამდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არ უცხოვრიათ. ქართულ ოცნებაში არ იყვნენ. ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას თავისივე გუნდის რცხვენია და თავისივე გუნდს მალავს. ოპოზიციას და ხალხს ეს აძლევს იმის რწმენას, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ”

ამბობს პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე TV პირველის ეთერში.