ქედაში მანქანა ხევში გადავარდა – გარდაიცვალა 2 ადამიანი, რამდენიმე დაშავდა

ქედაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა. შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ–ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, ამიტომ ის ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ.