ქვეყანამ რომ კურსი შეიცვალოს ამისათვის ლიდერის შეცვლაა საჭირო – კუბილიუსი

“იმისთვის, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს, საჭიროა ლიდერის შეცვლა” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში, რუსუდან დუმბაძის “დღის ამბებში”  ისაუბრა რითიც, 5 ივლისის მოვლენები შეაფასა და თბილისში განვითარებულ მოვლენებს ტრაგიკული უწოდა.

”ჩემი რჩევა იქნება მთავრობისადმი, ეძებონ ეფექტური გზები როგორ შეიძლება აღდგეს ნდობა.საჭიროა, შეიცვალოს მთავრობის სათავეში მყოფი პირები, რათა შეიცვალოს ტრაექტორია, რომლის გამოც მთავრობა კარგავს ნდობას საერთაშორისო საზოგადოების და ხალხის მხრიდან”, – თქვა კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში.