სამშაბათი, 16 აპრილი , 2024, 08:43

ქვეყანაში პოლიტიკური გაზაფხული ახლოვდება, განახლება გარდაუვალია – ჭიჭინაძე

“ამ ქვეყანაში პოლიტიკური გაზაფხული ახლოვდება, განახლება გარდაუვალია. ეს უძრაობა, პოლიტიკური ზამთარი უნდა დასრულდეს, აღარ შეიძლება, გაუსაძლისია ამ ქვეყანაში ცხოვრება და მე ვფიქრობ, მეორე ტურში გამარჯვება გარდაუვალია

თუ ეს არ მოხდება არჩევნების წინ, მე ვფიქრობ, ამ ქვეყანაში უწყვეტი პროტესტი გარანტირებულია. ხალხში ჩვენ ვხედავთ იმ მუხტს, რომელსაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში ის რეალობა, რომელმაც ქართულმა ოცნებამ დანერგა, აუცილებლად შეიცვალოს”

განაცხადა “ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ მთავარ არხთან საუბრისას.