ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს – მეუფე იოანე ხელისუფლებაზე

“ქვეყანაში რომ მშვიდობა იყოს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ,ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს”- – ასე გამოეხმაურა ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი არჩევნებს.

„არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათ უნდა თქვან, როგორ ჩატარდა არჩევნები. მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს“, – განაცხადა მეუფე იოანემ.