“ტრაგედიას ვადევნებდი თვალყურს გუშინ, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის მოშიმშილე მომაკვდავ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. თავი დავანებოთ სახელებსაც და გვარებს – ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, აქაც ვინც არ უნდა იყოს, დასცინის, აბუჩად იგდებთ და კი არ ცდილობს, რომ ბოლო მოუღოს ისტორიულ უსამართლობას, უბრალოდ დავინახეთ, ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მომლოდინე რეჟიმში, როდის მოკვდება მესამე პრეზიდენტი. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელსაც წინ უნდა აღვუდგეთ ჩვენ, იმიტომ რომ ისტორიის წინაშე ვიქნებთ დამნაშავეები, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა”

თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ქუთაისში ოპოზიციის აქციაზე.