ქობულეთში გარდაცვლილი სამხედრო იპოვეს

ქობულეთში 32 წლის  სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას, აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გარდაცვლილი მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოშორებით იპოვეს.

მამაკაცი, ქუთაისის სამხედრო ნაწილში მსახურობდა, გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე მან გათავისუბის შესახებ განცხადება დაწერა.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ 1 დღით ადრე ის თურქეთში გადავიდა თუმცა ამის მიზეზი მათთვის უცნობია.

ოჯახის წევრები  გამოძიების დაჩქარებას ითხოვენ  და საეჭვო ვითარებაზე საუბრობენ. პოლიციისგან ითხოვენ ამოიღონ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რათა დადგინდეს ვისთან ერთად გადაკვეთა საზღვარი ან რა მიზნით იმყოფებოდა სხვა ქვეყანაში.

“აპირებდა წამოსვლას სამსახურიდან, მაგრამ ასე უცებ არა. სად იყავი მეთქი რომ ვკითხე, რა განერვიულებს, არაფერი ხდებაო, მამშვიდებდა. შემდეგ რაღაცას ეძებდა. იქ [თურქეთში] მოხდა რაღაც და ეგ გვაინტერესებს, რომ გავიგოთ. იქიდან მოსვლის მერე გადაწყვიტა ეს ყველაფერი თურქეთში რომ იყო”, – ამბობს გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სამხედრო მოსამსახურე 2008 აგვისტოს ომის მონაწილე იყო, მიღებული აქვს ღირსების მედლები და სიგელები. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაში.