ქობულეთში მამაკაცი მოკლეს

გუშინ ქობულეთში, სოფელ ხალაში, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა.

მკვლელობა სავარაუდოდ სანადირო თოფით ჩაიდინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს