“კომპანია ENKA საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდება.

წინასაარჩევნოდ ქოცები თავიანთი გაუარესებული რეიტინგის ასაწევად ყველაფერზე წამსვლელები არიან.

მათ შორის 800 მილიონიან ინვესტიციაზე, ასობით
სამუშაო ადგილზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე ამბობენ უარს”

წერს რუსთავის ვიცე-მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი ირაკლი კუკანია. ENKA Renewables-ი საქართველოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს.