პროპაგანდონებო, ასე აღტკინებული მაშინ ყოფილიყავით აცრის მოწოდების ნაცვლად სისხლიან ბანერებს რომ კიდებდა მთავრობა – უგულავა

“ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა”- ამის შესახებ, ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

”სიმპტომები აღარ მაქვს, აღარც გადამდები ვარ, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კოსულტაციის შემდეგ გადავწყვიტე ვყოფილიყავი აქციაზე, ხალხთან ერთად. ქოც ტროლ-ბოტ-პროპაგანდონების საყურადღებოდ: ასე აღტკინებული მაშინ რომ ყოფილიყავით როცა აცრის მოწოდების ბანერების ნაცვლად სისხლიან ბანერებს კიდებდა მთავრობა, აშკარად უკეთესი ეპიდ სურათი გვექნებოდა. სასაკლაო მოაწყო ღარიბაშვილმა ქვეყანაში, რომ ანტივაქსერი ქოც ამომრჩეველი არ გაენაწყენებინა. სამარცხვინო ხართ და ამორალურები.

მე კი მოგიწოდებთ, მეგობრებო, ავიცრათ. სწორედ აცრის გამო გადავიტანე კოვიდი იოლად და არც გარშემო არავის გადავდე, რადგან ყველა აცრილი იყო. აიცარით! აიცარით! აიცარით!”- წერს უგულავა.