ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების შეურაცხყოფა – მეუფე საბა

“ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების შეურაცხყოფა “- ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მეუფე საბამ ამის შესახებ ქადაგებისას განაცხადა.

“ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეფერებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისკენ. არის მეორე მხარე, ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი.

სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ხოლო ეკლესია, არ არის ამსოფლიური, არ ზრუნავს ამსოფლიური ცხოვრებისთვის, არამედ ზრუნავს ზეციური ცხოვრებისთვის”, – განაცხადა მეუფე საბამ.