ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო, რის შემდეგაც ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სავარაუდოდ დააკავეს

ქუთაისის მერის კაბინეტში ჟურნალისტმა ბუბა ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო, ის ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდა.  მედიის წარმომადგენლის თქმით, მას შენობაში შესვლის და პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლებას არ აძლევენ.ამ წუთებში, კი მერიის დერეფანში სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ჟურნალისტი ძალის გამოყენებით, გაიყვანეს კაბინეტიდან და სავარაუდოდ დააკავეს. მას ხელბორკილი დაადეს და პატრულის მანქანით წაიყვანეს.