ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში სამი ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით  3 ბენეფიციარი და 10 თანამშრომელი დაინფიცირდა.

ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პანსიონატის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე პირის ტესტის პასუხს ელოდებიან.

პანსიონატაში სულ 98 ბენეფიციარია.