ქუთაისში კომენდანტის საათის დროს 4 მანქანა გაძარცვეს

ქუთაისში, აბაშის გამზირზე კომენდანტის საათის დროს ერთდროულად 4 ავტომობილი გაძარცვეს. მანქანებს მინები დაუმსხვრიეს და ნივთები გაიტაცეს.

ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.

შსს ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.