ქუთაისში კორონავირუსით 68 წლის კაცი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ასაკოვანი კაცი გარდაიცვალა. პაციენტი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტის გადარჩენა თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა.

“ჩვენს კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული მე-3 პაციენტი დაიღუპა. 68 წლის მამაკაცს სიმსივნური დაავადება ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა მძიმედ. გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე,დაავადების მძიმე მიმდინარეობის გამო, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 68 პირი მკურნალობს. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი, დაემატა 7 ახალი შემთხვევა, კრიტიკულად მძიმეა ორი პაციენტის მდგომარეობა.