ქუთაისში მანქანა ხეს დაეჯახა – დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა 1

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მანქანა ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია