ქუთაისში, მაღაზია “ორ ნაბიჯში” მამაკაცი დანით შეიჭრა

ქუთაისში, მაღაზია ორ ნაბიჯში მამაკაცი ცივი იარაღით შეიჭრა და სიცოცხლის მოსპობის სანაცვლოდ თანხას, სიგარეტებსა და ალკოჰოლს ითხოვდა. კონსულტანტებმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოახერხეს და დაცვის პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-მ გამოძიება დაიწყო.