ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი – შსს განცხადებას ავრცელებს

ქუთაისში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიარაღებული პირია შეჭრილი – აღნიშნულ თავდასხმასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – წერს შსს.