ქუთაისში სკოლის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა – სწავლის დაწყების თარიღი შეიცვალა

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლაში ამბობენ, რომ ყველა მასწავლებელი გაიტესტა და თვითიზოლაციაში გადავიდა. განმეორებითი ტესტირება კი 20 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლის დაწყებაც გადაიდო. სასწავლო პროცესი სკოლაში პირველ ოქტომბერს განახლდება.

არსებული ინფორმაციით, სკოლის თანამშრომლის დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის ე.წ. ქორწილის კლასტერიდანაა.