ქუთაისში 25 დღის ჩვილმა კორონავირუსი დაამარცხა

ქუთაისში კორონავირუსი 25 დღის პაციენტმა დაამარცხა. ჩვილი კლინიკა “ლჯ და კომპანიაში” 10 დღე მკურნალობდა.  მას კორონავირუსი დედისგან, დაბადების შემდეგ გადაედო. ჩვილის ფოტოს და ინფორმაციას კლინიკა აქვეყნებს. მცირეწლოვანი კლინიკიდან უკვე გაწერეს.