ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება – ომბუდსმენი გარდაცვლილ ფეხბურთელზე

“ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება”- სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავს ეხმაურება და წერს, რომ ახალგაზრდების სიცოცხლე ქუჩურ გარჩევებს ისევ ეწირება. ომბუდმსენი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”.- წერს ლომჯარია.