ღამის საათებში თუკი ვინმეს გარეთ ყოფნისთვის დააჯარიმებენ, სამართლებრივად დავეხმარებით – კოჟორიძე

პოლიტიკური პარტია ლელოს წარმომადგენლის, კახა კოჟორიძე აცხადებს, თუ დაწესებული შეზღუდვის გამო ვინმეს გარეთ ყოფნისთვის დააჯარიმებენ, მოქალაქეებს გასაჩივრებაში დაეხმარებიან.

“შეზღუდვის არ შევეგუებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ და გამოვიყენებთ მათ შორის ყველა სამართლებრივ საშუალებას”, – განაცხადა კოჟორიძემ.