ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“ღარიბაშვილის და ბერას პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიამ”- დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს საპარტიარქოს მიმართავს და ამბობს, რომ ეკლესიამ აუცილებლად უნდა დაგმოს ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის “პათოლოგიური ქმედებანი”. ამის შესახებ, დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს.

“ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის პათოლოგიური ქმედებანი აუცილებელია დაგმოს ეკლესიის ხელმძღვანელობამ, პირველ რიგში პატრიარქმა და მოსაყდრემ, რომელნიც უნდა იყვნენ მოწოდებით და თანამდებობით ზნეობის გუშაგები და ჩაგრულთა მცველები, მაგრამ ისინი ამას არ იზამენ და არც არასოდეს ამოუღიათ ხმა “ამა სოფლის მთავართა” წინააღმდეგ. ცოდვისა და უსამართლობის, ძალმომრეობისა და ბოროტების მხილების სული ჩაკლულია ჩვენს საბჭოურ ეკლესიაში, აღარაა გრიგოლ ხანცთელის ან თეოდორე სტუდიელის მსგავსი წმინდა მამები, ვინც ვცდილობთ ხმის ამოღებას, იმათაც გვდევნიან და გაჩუმებას მოითხოვენ. საქართველოს საპატრიარქო დაემსგავსა სულიერ ბაბილონს, და “ვკურნევდით ბაბილოვანსა და არა იკურნებოდა” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.