ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს – დევიდ კრამერი

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა. ამის შესახებ დევიდ კრამერმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.

“ვფიქრობ, იმ პირობებში, თუ პრემიერი დარჩება თავის თანამდებობაზე, იქნება შეშფოთებები თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩემი გადასაწყვეტი არ არის ვინ უნდა ჩაანაცვლოს პრემიერი, მაგრამ მან თავისი ქმედებებით, რიტორიკითა და ქცევით, ანახა ის, რომ იგი არ არის შესაბამისი პიროვნება, რომ საქართველომ იმოძრაოს სწორი მიმართულებით. მან სწორი ნაბიჯი უნდა გადადგას და გადადგეს დაუყოვნებლივ. მე მწამს, რომ ასე უნდა მომხდარიყო თებერვალში, ორი კვირის წინაც ასე უნდა მომხდარიყო პრაიდთან დაკავშირებით საშინელი ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, გახლავთ ის მიზეზი, რის გამოც უნდა გადადგეს პრემიერი”, – თქვა კრამერმა.