ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა.შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენების, ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.