სამშაბათი, 23 აპრილი , 2024, 23:13

ღარიბაშვილი მიუღებელია, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს – ხატია დეკანოიძე

“ღარიბაშვილი მიუღებელია, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს”- ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებებზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად, სხვა პოლიტიკური ფიგურანტი წარმოადგინოს. დეკანოიძე ასევე აცხადებს, რომ ისინი არ მისცემენ ქართლ ოცნებას იმის საშალებას რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.

“ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელ პლატფორმაზეც ჩვენ ვიყავით. მიუხედავად შესაძლებელია მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე — ჩვენ არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან დასაქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის იგივე — ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის სახელით მოლაპარაკებებს. რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაკავშირებულს, მე გეტყვით, რომ, ის უნდა იყოს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი”, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.