ღარიბაშვილი სავსე ხელებით წავიდა ბრიუსელში, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით – ჯაფარიძე

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნამდვილად სავსე ხელებით წავიდა, თუმცა “პრობლემებით სავსე ხელებით”.

“დავეთანხმები ქართულ ოცნებას, სავსე ხელებით წავიდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ შერყეულა იმიტომ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ერთგულმა მეგობრებმა, ევროკავშირს ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში შარლ მიშელს, როგორც ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირს ევროკავშირში და მის წარმომადგენელს, დანიელსონს, მათ თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან, რის გამოც, ჩემი ოპტიმიზმი უფრო გაიზარდა”, – განაცხადა ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერში.

გუშინ დანიელსთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში “სავსე ხელებით ჩადის”, ხოლო ოპოზიცია “ცარიელი ხელებით დარჩა”.