ღარიბაშვილი: ჩვენი ეროვნული ამოცანა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკიდან გაყვანა

თავდაცვის მინისტრმა,  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კახეთში, მოსახლეობასთან ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენის დროსკვლავ 2008 წლის აგვისტოს ომსა და “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრა.

“ყველა ის ხელისუფალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს თავიდან ვერ ააცილებს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას და ყოფნას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას… ახლა ჩვენი საერთო, ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ამ დესტრუქციული და დესტაბილიზაციის მთავარი წყაროს, “ნაციონალური მოძრაობის” მთლიანად პოლიტიკური ველიდან გაყვანა. ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი”, – მიმართა ამომრჩეველს ღარიბაშვილმა.

დღეს “ქართულმა ოცნებამ” საგარეჯოს, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და გურჯაანის მაჟორიტარი კანდიდატი, დავით სონღულაშვილი, მოსახლეობას წარუდგინა.