”ამ ხელისუფლების განცხადებების აღარავის აღარ სჯერა. იმდენჯერ და იმდენ თემაში ვირეშმაკულად გადააგდეს ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომ გაეროს ტრიბუნიდან ახლა რა ზღაპრებიც არ უნდა მოყვეს ღარიბაშვილმა, ამის დამაჯერებლობა არის ნული.”

ასე აფასებს, გირჩი-მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე გაეროში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას.