ეს პატარა კაცის, ჭორიკანა, ენატლიკინა კაცის განცხადებაა. ბიძინა ივანიშვილი და ბერას სათამაშო და მოურავი. რუსეთის სპეცსამსახურები უწერენ მუდმივად, ისინი იღებენ ინსტრუქციას რუსეთის სპეცსამსახურებისგან. 37 წელს მაგონებს, ადამიანს რომ დაიჭერდნენ და შემდეგ მის გაშავებას ცდილობდნენ. იმავეს აკეთებენ ახლა სააკაშვილთან დაკავშირებით და რაღაც დრამებს დგამენ.

ეს ცხადია. ეს არასდროს არ დაუმალავთ, რომ მათ ფიზიკურადაც უნდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება და ღმერთმა დაიფაროს, ერთი ღერი თმა რომ ჩამოუვარდეს მიხეილ სააკაშვილს, პირადად იქნებიან ეს ადამიანები პასუხისმგებლები. ეს ბოღმა წერილიც ამის მანიშნებელია, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან”

ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე. პრემიერმინისტრმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის სააკაშვილის ჩამოსვლაზე სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს.