შაბათი, 20 აპრილი , 2024, 06:08

ღერ-ღერა და წვეთ-წვეთად ამოგიღებთ შხამად ამ ყველაფერს – გვარამია მთავარის ჟურნალისტის ცემაზე

მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მარნეულში იმ საავადმყოფოში ჩავიდა, სადაც მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედი მოათავსეს. ჟურნალისტს ცოტა ხნის წინ მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ნიკა გვარამიას თქმით, ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები ყველას უნდა მოეთხოვოს.

გვარამია ამბობს, რომ ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები ყველას უნდა მოეთხოვოს.

ჩვენ უკვე ვხედავთ რაზეა გადასულია ხელისუფლება, ჟურნალისტების ცემაზე, დიდი ხანია ვხედავთ რასაც ჩადიან, მაგრამ ეხლა უკვე თვალნათვლივ დავინახეთ ამათი მხრიდან . ჩვენი ჟურნალისტის, დამტვრეული კამერის, დამტვრეული მიკროფონის და მანქანის გამო ღერა ღერა და და წვეთ წვეთად ამოგიღებთ შხამად ამ ყველაფერს. გპირდებით, რომ ხვალიდანვე ამ  საქციელს, თითქოს ჩვენ თვითონ ვცემეთ ჩვენი ჯგუფი, ყველაფერს წვეთ-წვეთად ამოგიღებთ. ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები უნდა მოვთხოვო ყველას, იქ იყო პოლიციაც. სასწრაფო აგვიანებს, ანუ ეს უკვე არის სამოქალაქო დაპირისპირებაა და მათ ცემას არავის არ ვაპატიებთ. ქართული ოცნების სპიკერს, რომელიც გამოვა და იტყვის რომ ჩვენ ვცემეთ ჩვენი ჟურნალისტი, აი მას ამოვგლეჯ ენას პირველივეს” – ამბობს გვარამია.

ჯეიჰუნ უჰამედალისთან ერთად, მარნეულში თავს დაესხნენ “მთავარი არხის” კიდევ 3 თანამშრომელს და პირველი არხის ოპერატორს. დამტვრეულია კამერები და მიკროფონები.