ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა – ილია მეორე

პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა. მისი თქმით, ღმერთი ამპარტავნებს “შემუსრავს”.

“გილოცავთ უფლის დღესასწაულს, გილოცავთ სულიწმინდის მოფენას მოციქულებზე. ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლსა. ღმერთმა ინებოს, რომ უხვად გადამოვიდეს მადლი სულისა წმინდისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ გაგამრავლოთ, თქვენი შვილებით და შვილთაშვილებით. დალოცვილები იყავით. ჩვენთან არის ღმერთი”, – თქვა პატრიარქმა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს.