ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – საგარეო უწყება

“ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ” –  ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.