ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს? – ბასილ კობახიძე

“ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს?”,- ამის შესახებ პატრიარქის ყოფილი პრესმდივანი ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

“პატრიარქის მამის სიზმრის საფუძველზე ეკლესია ასწავლის რომ მეორედ მოსვლა სოფელ აჩხოტში, ყაზბეგში იქნებაო, ნიშიც დადგეს იმ ადგილას სადაც მორედ მოსვლა იქნება, აგერაა ფოტოზე. ასევე ეკლესია გაჰყვირის მეორედ მოსვლა ძალიან ახლოსააო. მთავრობა ამბობს კოვიდის გამო ყაზბეგი შეიძლება ჩაიკეტოსო და უფალი ვეღარ მოვა მეორედ? თუ ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიაროს? ორი კვირა ვგულაობთ, გადაიდო მეორედ მოსვლა? რატომ სდუმს ამაზე ეკლესია? დიდება მის დუმილს”- წერს ბასილ კობახიძე.