“გლოვის დღე გამოაცხადეთ! გასაგებია, რომ ეს არ შეცვლის არაფერს, მაგრამ ასე ველურებივით რომ არ ვიმჩნევთ ამ უბედურებას, დადიხართ ყალბი საარჩევნო ლოზუნგებით ეკონომიკის დუღილზე, იპრანჭებით ხან კალათბურთით, ხან რითი.

უბედურება ხდება და სოლიდარობა მაინც ვაჩვენოთ!”

წერს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, პარტი დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.