ყარაბაღის კონფლიქტის გამო ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი რეისებს აუქმებს

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

30 სექტემბრის ჩათვლით აზერბაიჯანის ავიახაზების ყველა რეისი ნახიჩევანის მიმართულებით გაუქმებულია.შეჩერებულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს რეისები, ასევე გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქო და ბაქო-ბერლინი-ბაქო რეისები, რომლებიც პირველი და 2 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული.

შეგახსენებთ, ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.