ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია

ყვარელში, ჩაგურგურას ხეობაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის ნაწილს უკიდია.  ადგილზე უკვე იმყოფებიან, მეხანძრე- მაშველები ცეცხლის ქრობის პროცესში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო, თუმცა ვითარებას ქარი და რთული რელიეფი ართულებს.