”დღეს ყველაზე გამაყრუებელი მაინც ქართველი დიპლომატებისა და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ელიტების დუმილია!

ეს კონფორმისტული კომფორტ ზონა აღარაა, ეს სამშობლოს ისტორიული ინტერესების ღალატი და შულავერის კომიტეტობაა! რუსული კაპიკია თქვენი დიპლომატობისა და აკადემიური სტატუსების ფასი!

გრცხვენოდეთ!”

ამის შესახებ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს.