ყველამ, ვინც აკრიტიკებდა შარლ მიშელის დოკუმენტს, ბოდიში მოიხადოს – ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, რომ არა შარლ მიშელის დოკუმენტი, დღეს სანქციებზე საუბარი არ იქნებოდა.

“რას არღვევს ქართული ოცნება? სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩვენს მიერ მოპოვებულ ძალიან დიდ გამარჯვებას, რომლის შესრულებაც მას არ უნდა. რომ არა ოფიციალურად გაფორმებული დოკუმენტი, დღეს ბლინკენი, სახელმწიფო დეპარტემენტი თუ კელი დეგნანი იმაზე კი არ ისაუბრებდა, სანქციები უნდა იყოს თუ არა, არამედ საუბარი იქნებოდა ოპოზიცია რატომ არ თანხმდება იმას თუ ამას. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი”,– ამბობს ვაშაძე TV პირველის ეთერში.

მისივე განცხადებით, ვინც მიშელის დოკუმენტს აკრიტიკებდა, ბოდიში უნდა მოიხადოს.

“მადლობა ვუთხრათ შარლ მიშელს და ხელმომწერ ყველა ოპოზიციონერს და ყველა, ვინც აკრიტიკებდა ამ დოკუმენტს, ბოდიში მოიხადოს”,– თქვა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების წევრებს “როგორც აულოკავთ აქამდე, ისევე ალოკავენ თავიანთ განცხადებებს”