ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები ოცნებამ მოიგო, რატომ ვევაჭრებით [ოპოზიციას]? – ინჯია

“ევროპელი სოციალისტების” წევრი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო, ამიტომ მმართველი პარტია ოპოზიციას “არ უნდა ევაჭერებოდეს”.

“ოცნების” ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს არჩევნები 31 ოქტომბერს “ოცნებამ” მოიგო, გინდაც ერთი ხმით. თუ ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და არის კანონის უზენაესობა, მაშინ “ოცნება” თავის ადგილზე უნდა იყოს. ჩემთვის გაუგებარია ის წინადადებები, აი, შეიქმნას, საგამოძიებო კომისია – ეგ საჭიროა, მაგრამ იქ ისეთი პირობა, 1% თუ იქნება ცდომილება, იქნება ახალი არჩევნები – რატო ვევაჭრებით [ოპოზიციას]? რატომ ვდებთ იქ, ერთი პროცენტი იქნება თუ ორი პროცენტი, რატომ უნდა იყოს ეს?!” – თქვა ინჯიამ პარლამენტში.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ახალ არჩევნებს არგუმენტების გარეშე ითხოვს.

გარდა ამისა, ფრიდონ ინჯია სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ 2000–ლარიანი ჯარიმის ნაცვლად სხვა შემზღუდავი ღონისძიების გატარებას ითხოვს.

“გვაფურთხებენ, იგინებიან, პოლიციელებს, ყველას, ვინც იმათ ჭკუაზე არ დადის. დაიჭერენ, მოსამართლეები მიუსჯიათ 2000–ლარიან ჯარიამას და ამით დამთავრდა. ჩვენ ყველამ კარგად ხომ ვიცით, რომ იმ ჯარიმას ისინი არ იხდიან, მაგათ ვიღაც უხდის. ხო არის კიდევ რაღაც სხვა საშუალება? მარტო ჯარიმა ხომ არ არის? სხვა რაღაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს.