ყველა გამოწერილი ჯარიმა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და კანონთან – კობახიძე

“ყველა გამოწერილი ჯარიმა შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და კანონთან “- ქართული ოცნების მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა კანონთან და კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია, შესაბამისად, კანონთან შესაბამისობაშია წუხელ აქციის მიმდინარეობისას გამოწერილი ყველა ჯარიმაც.

“ეს შეზღუდვები არის დაწესებული კანონის შესაბამისად, რომელიც არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან. ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა არის შესაძლებელი როგორც საგანგებო, ასევე, არასაგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ან უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და ასე უფრო მძაფრად შეიზღუდოს ადამიანის უფლებები, ან უფრო რბილად შეიზღუდოს. ამ შემთხვევაში გამოყენებულია ადმიანის უფლებების შეზღუდვის რბილი ფორმა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ