ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას – გიორგი ვაშაძე

“ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას “- ეს განცხადება, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ  ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“სტრატეგია აღმაშენებელი მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი მრწამსიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არასდროს არცერთი პარტიის ტყვეობაში არ ვიქნებით. ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. ჩვენ ერთი რამ ვიცით, რომ ოპოზიციური ერთობა არის ის მექანიზმი, რითიც შეგვიძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს ქვეყანაში”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.