ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული – იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

“ყველა რეკომენდაცია იქნება შესრულებული “- ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,  იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. გადაწყვეტილება რომ აღსრულდეს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობაა საჭირო.

”დღეს გაიმართა სამუშაო ჯგუფთან მედიკოსების შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები რომლებიც პატიმრის თანხმობის შემთხვევაში იქნება  შესრულებული. რეკომენდაციები შეეხება პატიმრის სამედიცინო მდგომარეობას. თითოეული რეკომენდაცია იქნება შესრულებული და მათ შესრულებას დავიწყებთ ხვალიდან. რაც იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული.”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ცნობითვის, ცოტა ხნის წინ კონსილიუმმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჰოსპიტალში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.