ყველა ქართველის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ – ზურა დათუნაშვილი

ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის, ზურა დათუნაშვილის თქმით, ყველა ქართველის ვალია, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დაიხსნას.

“ყველა ქართველის ვალია, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ. ის ადამიანი არის უდანაშაულო და მას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სწორ გზაზე დაყენების გარდა არაფერი გაუკეთებია და თუ ამის გამო უნდა გავასამართლოთ, მაშინ უნდა იჯდეს ციხეში. ვფიქრობ, რომ ყველა ქართველის ვალია, დღეს მიხეილ სააკაშვილი ციხიდან დავიხსნათ”,-თქვა დათუნაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

ის მსოფლიო ჩემპიონი სერბეთის სახელით გუშინ გახდა, რის შემდეგაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მოითხოვა.