ყირიმის ხიდის შესაკეთებლად რუსეთის ძალისხმევა გრძელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ფუნქციონირება 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს – დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის  თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში ნათქვამია,რომ ნ რუსეთის ძალისხმევა ყირიმის ხიდის შესაკეთებლად გრძელდება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სრულად ფუნქციონირება მინიმუმ 2023 წლის სექტემბრამდე დაიწყოს.

უწყების ცნობითვე, ყირიმის ხიდზე თავდასხმამ ზიანი მიაყენა ყირიმსა და სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ლოგისტიკურ მიწოდებებს, რამაც რუსეთისთვის სარკინიგზო ან საავტომობილო გზით, სამხედრო აღჭურვილობისა და ჯარების რეგიონში გადატანის შესაძლებლობა შეამცირა.