ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაიღუპა ორივე პილოტი

რუსული გამოცემა RBC -ის ცნობით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ვერტმფრენი – Mi-28 ჩამოვარდა. გამოცემის ცნობით, ჩამოვარდნის შედეგად ორივე პილოტი დაიღუპა.

შემთხვევა, ყირიმში, ჯანკოის რაიონში მოხდა.

ვერტმფრენი საწვრთნელი ფრენისას ჩამოვარდა, წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.