ყირიმში სიმფეროპოლთან მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე აფეთქება მოხდა

ასე გამოიყურებოდა ავიაბაზა აფეთქებამდე

რუსული მედიის ინფორმაციით ყირიმში, სიმფეროპოლის რაიონში სოფელ გვარდეისკოესთან მდებარე სამხედრო ავიაბაზის თავზე კვამლის შავი სვეტები ჩანს. ამის შესახებ მედია ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

გაზეთი “კომერსანტი“ წერს, რომ სამხედროები და სამართალდამცავები განიხილავენ მცირე უპილოტო აპარატებით საბრძოლო მასალების საწყობზე შეტევის ვერსიას.

ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.

სხვა დეტალები უცნობია