“გადაიარა, თუ არა ბირთვული ომის საფრთხემ? არა, არ გადაუვლია. ამის საფრთხე სულ უფრო იზრდება. ყოველდღე, როცა უკრაინას იარაღს აწვდიან, ბირთვული აპოკალიფსი სულ უფრო ახლოვდება.

მე მაქვს განცდა, რომ დროის გარკვეულ მომენტამდე მათ არ სჯეროდათ, რომ ჩვენ ბოლომდე ავასრულებდით იმას, რაც უკვე თავისი თვალებით იხილეს. მათ არასწორად გათვალეს. შედეგები გაცილებით მძიმეა. დეკემბერში რომ ჩვენი შეთანხმებისთვის ხელი მოეწერათ, ამის საჭიროება არ იქნებოდა”.

განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.