ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის – კუბილიუსი

“ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის”- ევროპარლამენტარეი,  ანდრიუს კუბილიუსი “მთავარ არხთან” საუბარში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის.

“ზოგადად ვიტყოდი, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის. რა თქმა უნდა მე ვერ ვიმსჯელებ რა ბრალდებები აქვს წაყენებული, დამტკიცებული, ან რა ბრალდებები უნდა წაუყენონ მომავალში, მაგრამ რასაც ვუყურებ ამ ყველაფერს პოლიტიკური მართლმსაჯულების სუნი ასდის. მე მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას,  რომ ეს პრაქტიკა შეაჩეროს და არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ ყველა სხვა შემთხვევაში ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო პროცესები იმართებოდეს” ამბობს ანდრიუს კუბილიუსი.